ქალაქ ხობში, კოლხეთის დასახლებაში და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ქვემო ქვალონში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება 4 - კილომეტრიანი კოლექტორული და შემკრები არხები. ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, შედეგად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ქ. ხობში ნატანი მასისგან იწმინდება სამელიორაციო არხი, მოეწყობა ნაპირდამცავი გაბიონი და არხების ჩამკეტი მექანიზმი.
გურიფულში ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან იწმინდება წყალშემკრები არხი.
ქალაქ ხობში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
უახლოეს პერიოდში სამელიორაციო სამუშაოები ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყება.

