21 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი, დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე„ რომლის თანახმადაც, 5,8 ათასი ლარით იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები და 16,3 ათასი ლარით მცირდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები, რომელიც მიიმართება შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: პრიორიტეტის ,,წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“ ასიგნებაზე 5,8 ათასი ლარი, ,,დასუფთავება და გარემოს დაცვა“ ასიგნებაზე 16,3 ათასი ლარი, პარკ-ხეივნების მოვლის ასიგნება, 5,8 ათასი ლარი - ქუჩებისა და მოედნების დაგვა-დასუფთავების ასიგნება და 0,3 ათასი ლარი - სანიაღვრე არხების წმენდის ასიგნებაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.