საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პროექტის განხილვა გაიმართა

 

    20-21 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში ხობის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების  დოკუმენტის პროექტის განხილვა გაიმართა.

საშუალოვადიანი განვითარების  დოკუმენტის პროექტის დეტალების გაცნობისა და განხილვის მიზნით მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ფოკუს-ჯგუფების წევრებს შეხვდნენ.

ფოკუს-ჯგუფებში შედიან: ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ახალგაზრდული საბჭოს, გენდერული საბჭოს და საკრებულოს  წევრები, კერძო სფეროში დასაქმებულები, ბიზნეს-სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პროექტის განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების  დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ძირითადი სტრატეგია. ის განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლების მიზნებს, ამოცანებს და მათი მიღწევის კონკრეტულ მექანიზმებს.