16 ნოემბერს ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ხობელი მომღერლის ვარლამ-კუსა ღადუას სოლო კონცერტი (პროდუსერი ირაკლი ნადარაია). საღამოს წამყვანი გახლდათ პოეტი ნანა ცინცაძე. კუსამ დიდი სითბოთი გაიხსენა ბავშვობის წლები სადაც მრავალ კონცერტში სწორედ ამ სცენაზე მიუღია მონაწილეობა, მომღერალს აკომპონირება გაუწია ფოთის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგონავტებმა“
კონცერტის ფინალური სიმღერა მომღერალმა თავის ნათლულთან გიორგი ნადარაიასთან ერთად შეასრულა.
საღამოს ხობელ მაყურებელთან ერთად ოჯახის წევრები და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმზღვანელი პირები დაესწრნენ.