ბენეფიციარებს ვაუჩერები გადაეცათ

 

    დღეს ,,საქართველოს წითელი ჯვრის  საზოგადოების“  წარმომადგენლებმა,   ხობის  მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ 139 ოჯახს  350-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცეს.
ვაუჩერი  2023 წელს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა.
    ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი შოლინა კანკია ,,საქართველოს წითელი ჯვრის  საზოგადოების“  წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
    ,,საქართველოს წითელი ჯვრის  საზოგადოება“  ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საზოგადოებრივ პროექტში აქტიურად მონაწილეობს.