21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების, მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხეთის წმ. მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელი სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა, ტაძრის წინამძღვარმა მამა ცოტნემ (ბიწაძე) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
წმინდა წერილისა და საეკლესიო მოღვაწეთა გადმოცემით, ანგელოზები შექმნილნი არიან ხილულ სამყაროზე ადრე და აქვთ მინიჭებული სხვადასხვა მსახურების მადლი.
ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისაგან. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.
ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სელაფიელი, იეგუდიელი, ვარაქიელი, იერომიელი.