ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად მოეწყობა ეზო, ბილიკები, საბავშვო მოედანი, განათების სისტემა. დამონტაჟდება სკამები, მაგიდები და ურნები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 50 484 ლარია.
საგვიჩიოში გამართულ დასახლების კრებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში სკვერის მოწყობის
შესახებ ინიციატივას ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.