დღეს, ახალი სასწავლო წლის დაწყება კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილების სტუდენტებს, მასწავლებლებს და საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მიულოცა.
პროფესიული სასწავლებელი სრულად არის კეთილმოწყობილი და აღჭურვილი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. კოლეჯი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და გახდნენ კონკრეტული დარგის სპეციალისტები.
საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისის“ ხობის (ნოჯიხევის) განყოფილებაში ფუნქციონირებს 11 გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

ახალი სასწავლო წელი, ახალი შემართება, ახალი გამოწვევები, ინოვაციები და ზღვა თავგადასავლები 








