სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

 

    დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ მუნიციპალური პროგრამების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე დამსწრე პირებს მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ პროგრამების რეგულირების სფეროზე, მიზნებზე, მოსარგებლე პირთა წრეზე, დაფინანსების მოცულობაზე, ბიუჯეტზე და დაფინანსების წყაროზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარე წელს, ათი თვის მონაცემებით „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის“ მუნიციპალური პროგრამით 1534 ბენეფიციარმა ისარგებლა; პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებზე 742 405 ლარის დაფინანსება გაიცა.

პრეზენტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, პედაგოგები, ჯანდაცვის სფეროს და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.