15 ნოემბერს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგი მამფორიას სახელობის სტადიონზე, გაიმართა ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთის მსაჯის დავით კანკიას სახელობის პირველობის ფინალური შეხვედრები ფეხბურთში, ტურნირში მონაწილეობას იღებდა 2010 წელს დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა რვა გუნდი.
ტურნირის გამარჯვებული და დავით კანკიას სახელობის თასის მფლობელი ზუგდიდის „ოდიშის“ ფეხბურთელთა გუნდი გახდა, მეორე ადგილზე მარტვილის საფეხბურთო აკადემიის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე ხობის „კოლხეთის“ფეხბურთელთა გუნდი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ხეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან გივი ლატარია, დავით კანკიას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ესწრებოდნენ.