ნამდვილად არ მეგონა პრობლემა ამ მასშტაბის თუ იყო.....!!!!!!!
(„ჩვენ გვაქვს პატარძალივით მორთული ქვეყანა, ხალხიც არ ვართ ურიგონი, მაშ რადა ვართ ღარიბნი?”-ილია ჭავჭავაძე)
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) ჩემს მიერ გააქტიურებული ეკონომიკური კვლევითი პროექტის ფორმატში ბიზნესპროექტების ანალიზის/ შეფასების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი არსებითი გარემოებები, რომელთა თქვენთვის გაზიარება გადავწყვიტე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ის თითქმის ყველას, მათ შორის ჩვენი ცხოვრებისა და მოქმედების არეალში მყოფ პიროვნებებსაც აწუხებთ, მაგრამ ხშირად ვერ ხედავენ/ ვერ აცნობიერებენ/ვერ ხსნიან თუ რატომ ხდება ეს? ამ პოსტით ვცდილობ უფრო ნათელი გავხადო შექმნილი სიტუაცია
1. ჩვენთან ბევრი ფიქრობს, რომ ბიზნესიდეები ულევი აქვს, ოღონდ ფული არა აქვს და ამიტომ ვერ ახორციელებს მათ. ეს, კვლევების შედეგად, მითი აღმოჩნდა, რადგან ბიზნესიდეების უმეტესობა არ არის გათვლილი, იდეა ბოლომდე სისტემურად არ არის გააზრებული, არ არის შესწავლილი პროდუქტის ან მომსახურების რეალიზაციის ნაწილი და, რაც მთავარია, არ არის გაანგარიშებული მოსალოდნელი რენტაბელობა, რისკის ხარისხი, ინვესტიციის საჭირო სიდიდე(მათ შორის ეტაპებად) და მისი(ინვესტიციის) ამოღების (უკან დაბრუნების) დრო. უფრო მეტიც, იდეების ქონაზე პრეტენზიის მქონე ჩვენს მოქალაქეებს არა აქვთ ბიზნესში საქმიანობის გამოცდილება(წარმატებული ან წარუმატებელი,მცირე ან მასშტაბური);
2. რამდენიმე ტაქსის მძღოლს( რომლემაც მითხრეს, რომ ორი უმაღლესი აქვთ დაამთავრებული და იძულებული არიან ტაქსისტად იმუშაონ იმიტომ, რომ ფული არა აქვთ ბიზნესის დასაწყებად) პირობითად შევთავაზე 20 000 აშშ დოლარის ინვესტიცია ორშაბათს 10 საათზე იმ პირობით- ეთქვათ სად აპირებდნენ ამ ინვესტიციის ჩადებას . პასუხები იყო ასეთი: არ ვიცი, ჯერ უნდა მოვიფიქრო; ამხელა თანხის ინვესტიციის გამოყენების უნარ-ჩვევები არა მაქვს; თქვენ მომეცით და მე რაღაცნაირად მოვუვლი ამ თანხას (როცა ვუთხარი ნაღდი ფულის სახით არ იქნება, თანხის 90 პროცენტი გადარიცხვით წავა ბიზნესიდეის განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად მეთქი-უარი განაცხადა ასეთი ინვესტიციაზე );მე არ ვიცი, მაგრამ მეგობარი მყავს, ვისაც ამის გამოცდილება აქვს და შეგახვედრებო(იდეის არსი რომ ვკითხე, არც იცოდა-მას ეგონა : ვნახე ფულიანი კაცი და ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებო).
3. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ავღნიშნავ : ბიზნესში ჩართვის, იდეის მქონე მსურველთა ბიზნესპროექტების (იდეების) 90%-ი უვარგისია და მიუღებელია პოტენციური ინვესტორებისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან სისტემურად და კვალიფიცირებულად გააზრებული, გათვლილი ბიზნეს პროექტების დეფიციტია და არა ინვესტიციების. ამ პროცესის(ბიზნეს გეგმების შედგენის ანუ „მეგზურობის“, ამ დოკუმენტის(ინდივიდულური, პერსონალური „გზამკვლევის“ შედგენაში დახმარების -ამ ინტელექტუალური მომსახურების მოტივირებული მოქალაქეებისათვის ინდივიდუალურად მიწოდების შესაძლებლობა მთავრობას ჰქონდა, მაგრამ მთელი ეს პროცესი ფორმალობის ჭაობში განათავსა).
ასეთი დამოკიდებულების შედეგია: ქვეყანაში გადამხდელის პასიური(ანუ შეჩერებული/უმოქმედოს )სტატუსი აქვს მინიჭებული: 186 239 შპს-ს,271 814 ინდმეწარმეს,35 157 მცირე ბიზნესის სერტიფიკატის მქონეს; 1713 სააქციო საზოგადოებას.
4. საგადასახადო ორგანოებმა 2019 წელს 4847 მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კომპანიაში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად ბიუჯეტის სასარგებლოდ დაარიცხეს 1, 3 მლრდ ლარი, მათ შორის ჯარიმის სახით 662,3 მლნ ლარი, ხოლო 2020 წელს იგივე ზომის ბიზნესკომპანიებს დაარიცხეს 1, 240 მლრდ ლარი, მათ შორის ჯარიმის სახით 644,3 მლნ ლარი. ანუ მხოლოდ ჯარიმის სახით ამ ორ წელიწადში დარიცხულმა თანხებმა შეადგინა 1,3 მლრდ ლარი(ეს არის ფასი,რომელიც დაუჯდა ბიზნესს არაკვალიფიციურობა/უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყნისა/მისი ბიუჯეტის, თვით ამ ბიზნესმენთა შვილების მომავლისადმი).ასეთი საქმიანობის შედეგად ვღებულობთ მცირე და საშუალო ბიზნესების საქმიანობის გაჩერების, აქტივობის მნიშვნელოვნად შემცირების, თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნის, შესაბამისად არამოტივირებულ, უმუშევრად- პრობლემების პირისპირ დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს და ემიგრაციაში წასასვლელად გამზადებული ჩვენი ქვეყნის შრომისუნარიანი მოქალაქეების უზარმაზარ ნაკადს, შესაბამისად მშობლების გარეშე დარჩენილ შვილებს და სხვა ნეგატიურ შედეგებს(რომელთა შორის არის ბიზნესსექტორის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი თანხების მკვეთრი დეფიციტი, რომელიც წარმოიშვება ამ სახსრების ჯარიმების სახით ამოღებისაგან ანუ „სისხლისგან დაცლისგან“) . თუ ეს ყოველ წელიწადს ხდება და ამ პროცესს ადეკვატურად არ „ვუმკურნალეთ“ , ადვილად წარმოსადგენია შესაძლო შედეგი ....ქვეყანა „ შემოგვადნება“ ხელში, რუსული ტანკების ჩაურევლად. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენთან ინვესტორების მხრიდან ფულის ჩაყრა (ვინ ჩაყრის, მაგრამ მაინც)ვერაფერს გვიშველის, თუ არ შეიქმნა კრიტიკული ოდენობის მზარდი უკუგების სექტორები , რომელიც მთავრობისაგან მოითხოვს მაღალი კომპეტენციის ადეკვატური და ეფექტური, გაზომვადი ინდივიდუალური და კომპლექსური აქტივობების მყისიერად წამოწყებასა და განგრძობითად განხორციელებას, რომელსაც თან უნდა ახლდეს ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეში საბჭოეთის კულტურაში აღმოცენებული/ ჩადებული ტყუილისაგან გათავისუფლების ეფექტური მექანიზმები .
5. იკითხავთ ალბათ თუ რა არის საჭირო მსგავსი შედეგებისაგან თავის დასაღწევად? პასუხი, დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველამ იცით: საჭიროა ცოდნა, შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას შესაბამისი ცოდნის შეძენა, უნარ-ჩვევების გამომუშავება ან ვინც ამ ყველაფერს ფლობს მისი მოხმობა სჭირდება, მაგრამ ადამიანი თუ არც ერთს აკეთებს და არც მეორეს, მაშინ წლების წინ უმაღლესდამთავრებული პიროვნების ცოდნა „იჟანგება“-მუდმივ აბდეითის რეჟიმში არ მყოფი ცოდნა „იმეწყრება“, ფსკერისკენ მიდის და ამიტომ განვითარებისა და მუდმივ განახლებად რეჟიმში არ მყოფი ცოდნა (მათ შორის 15-20 წლის წინ ორი უმაღლესდამთავრებული დღევანდელი ტაქსისტის) სიღატაკეს მოასწავებს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გავითვალისწინოთ, ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ჩვენ გვაქვს პატარძალივით მორთული ქვეყანა, ხალხიც არ ვართ ურიგონი, მაშ რადა ვართ ღარიბნი?” ასე სვამდა კითხვას წმინდა ილია მართალი და თვითონვე სცემდა პასუხს: „იმიტომ რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე დევს, სად რა განძია, არ ვიცით საიდან რა ამოვიღოთ, რა ხერხებით და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფარიც ბლომად ... ყველაფერი გვაქვს, მარტო ერთი რამ გვაკლია - მაგისთანა ღვთისნიერ წინამძღოლს ცოდნა ჰქვია“. წმინდა ილია მართალი 1889 წელს წერდა ”სხვა ქვეყნებში ცოდნა აქვს ხალხს, ოთხი დღის მიწა ისე უჭირველად აცხოვრებს მთელს ოჯახს, როგორც ჩვენში ოცისა და ორმოცი დღის პატრონი ისე ცხოვრობს, რათა? .... მათ ცოდნა აქვთ(!!!))“.
P.S. დღის წესრიგში საკმაოდ მწვავედ დგას საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ შეძინონ ცოდნა, დროის შესაბამისი უნარ-ჩვევები, ეძიონ „ჭკუის მეგობრები“ და იმოქმედონ მიზანდასახულად და იყვნენ კრეატიულები. ვფიქრობ ზემოაღნიშნული გათვალისწინება და ადეკვატური აქტივობა გადაარჩენს საზოგადოებას , ქვეყანას. უპირველეს ყოვლისა უნდა შევწყვიტოთ ტყუილის ფორმირება /გავრცელება/გამოყენება , მათ შორის ქვეყნის ბიუჯეტთან მიმართებაში, რომელიც შეაჩერებს ქვეყნის ბიზნესსექტორიდან ჯარიმების სახით კოლოსალური რაოდენობის თანხების უმაწყალოდ ამოღების პროცესს(ანუ ბაზრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ფულადი სახსრებისაგან ( „სისხლისგან“) დაცლის, აგრეთვე სხვა ნეგატიურ პროცესებს). ვფიქრობ, ზემოაღნიშნული რეალობის გაცნობიერება და ადეკვატური ქმედებების განხორციელება თითოეული ჩვენთაგანის და ხელისუფლების მიერ ობიექტურად აუცილებელია.
გისურვებთ წარმატებებს!
მურად ნარსია