გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ფოთის რაიონული პროკურატურისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კოდუამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, საქართველოს პროკურატურაში არსებულ სერვისებზე, უწყების სტრატეგიაზე, გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობის და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენცია.