რომან მორგოშიას სახელობის ტურნირი ქვემო ქვალონში


ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სპორტულ დარბაზში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რომან მორგოშიას სახელობის ტურნირი გაიმართა ძიუდოში.
შეჯიბრებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 130 სპორტსმენი მონაწილეობდა.
სპორტულ პირველობას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი გახოკიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეგიონული პირველობის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის, „ხობის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.