ხობში ტრადიციული მარულა გაიმართა

 

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საცხენოსნო სპორტში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა.
შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან, 9 ცხენოსანი მონაწილეობდა.
მარულაში გამარჯვებულ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
I ადგილი –თემურ კუპრაძე (ახალსოფელი)
II ადგილი – ბეჟან არახამია (ხეთა)
III ადგილი – დიტო ხურცილავა (ხეთა)
სპორტულ შეჯიბრებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიება, რომელიც მარულას ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.