1937 წელს ხეთაში, პაპანწყვილის ტბაზე ჰესის მშენებლობა იგეგმებოდა

 

სოფელ ხეთაში (ხობის რაიონი) მდებარეობს ტბა „პაპანწყვილი“ (ჩაძირული მღვდელი). „პაპანწყვილი“ ლეგენდარული ტბაა. ხალხური გადმოცემით მისი ფსკერი „უძიროა“, არსებითად კი ჯერ არავის უცდია მისი სიღრმის გაზომვა. ამ ტბის წყალი მეტად გამჭვირვალეა, ზაფხულობით არ იკლებს, მრავალი წლის განმავლობაში მისი დონე უცვლელია.
ყველაზე უფრო საყურადღებო უპირატესობა, რომელიც აქვს ამ ტბას, არის ის, რომ იგი მდებარეობს მაღლობ ადგილზე, რაც დიდ შესაძლებლობას იძლევა წყლის მძლავრი დაქანებისათვის. რასაკვირველია, მარტო ბუნებრივი შესაძლებლობა საკმარისი არ არის, თუ ამ შესაძლებლობის გამოყენების შედეგი ეკონომიური თვალსაზრისითაც გამართლებული არ იქნება.
ზოგადი დაკვირვებაც კი აშკარად მეტყველებს იმას, რომ ტბას შეუძლია მოგვცეს სიმძლავრე არა ნაკლებ ერთი ათას ცხენის ძალისა.
ამ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობის პრაქტიკული მნიშვნელობა დიდია. ეს სადგური, ჯერერთი, ელენერგიას მიაწვდის 2000-ზე მეტ კომლ საკოლმეურნეო მოსახლეობას, რკინიგზის ხეთის სადგურს.
ხობის რაიონის აღმასკომმა დაწვრილებით უნდა შეისწავლოს ეს საკითხი, და თავისი დასაბუთებული მოსაზრება წარუდგინოს საქ. რესპუბლიკის საგეგმო კომისიას ამ მშენებლობის მესამე ხუთწლიან გეგმაში შესატანად.

გაზეთი: ,,სახალხო გაზეთი’’, 1912 წ. 11 მაისი, N596 სოფელი ხეთა (ზუგდიდის მაზრა) უკვე თვე სრულდება, რაც წვიმს. ამით ხვნა-თესვას შეუშალა ხელი. ნათეს მიწებში წყალი სდგას. თუ ასე გაგრძელდება მოსალოდნელია შიმშილობა. ჩვენში არის ერთი პატარა ტბა, რომელსაც სახელად ჰქვიან ,,პაპანწყვირე’’. ეს სახელი მეგრულია და ქართულად კი გამოითქმება ,,მღვდლის ნაქცევი’’. ტბა ღრმა არის, ზომით ერთი ქცევა იქნება. მოთავსებულია ფრიალო კლდეებს შუა. რამდენიმე წლის წინეთ გაუზომიათ მისი სიღრმე ადგილობრივ მოვაჭრეებს, ნავით შეცურებულან შუა-გულ წყალში და 100 საჟენიანი 10 გირვანქიანი გირი მობმული ბაწარი ჩაუშვიათ, მაგრამ ტბის ძარამდე ვერ დაუწვდენიათ. ალექსანდრე გოგინავა