საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა

 

🔵ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა.

🔵ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 135 000  ლარი შეადგინა.
🔵სარეაბილიტაციო მონაკვეთზე წყალდიდობის დროს ირეცხებოდა სანაპირო ზოლი და იტბორებოდა საკარმიდამო ნაკვეთები.
🔵პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით განახორციელა.