11 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, საჯარო მოხელეებისთვის შრომით უფლებებთან დაკავშირებით სემინარი ჩატარდა.
ტრენერებმა გაგი მელიქიძემ და ნიკა კაკაშვილმა ისაუბრეს თემებზე: ,,შრომითი უფლებებისაჯარო და კერძო სექტორში, მსგავსება და განსხვავება“, საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, ,,საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსი“, ,,ზიანის ანაზღაურების წესები“, საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“.
სემინარს ხელმძღვანელობდა ამერიკის სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენელი ია ყაყიჩაიშვილი.
არნიშნულ საკითხთა განხილვაში აქტიურად ჩაერთვნენ საჯარო მოხელეები. სემინარს ესწრებოდა ხობის საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დიანა ჯანჯღავა.
სემინარი ჩატარდა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ინიციატივით და ორგანიზებით.