ქ.თბილისში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე ბილიარდში (სახეობა-,,თავისუფალი პირამიდა") საქართველოს ჩემპიონი გახდა სპორტის ცენტრის ბილიარდის ჯგუფის აღზრდილი სანდრო ჩიტაია. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 24 სპორტსმენი.
აღნიშნულ ინფორმაციას
Khobi სპორტის ცენტრის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
ვულოცავთ სანდროს და მის მწვრთნელს ედიკა კვიკვინიას ამ წარმატებას.