"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" პროექტები ხორციელდება

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

თორსა - სკოლის შემოღობვა და არხის რეაბილიტაცია
წინაგოლა - ნაპირსამაგრის მოწყობა
ყულევი - სკვერის რეაბილიტაცია
ნოჯიხევი (დასახლება) - რკინის ცხაურის მოწყობა
პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განსახორციელებლად 922 000 ლარია გამოყოფილი.
ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩიეს.