საგვიჩიოში და ახალ ხიბულაში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 


ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს და ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.|
საგვიჩიოში ხე-ბუჩქნარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი, ხოლო ახალ ხიბულაში - 1.4 - კილომეტრიანი არხი.სამელიორაციო არხების რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება არხების გამტარობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა. სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.