ტრენინგი კიბერუსაფრთხოების შესახებ

 

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჩაგვრის თემაზე ტრენინგი გაიმართა, რომელსაც მოწვეული სპეციალისტი თამარ ჩიქავა უძღვებოდა.

ტრენინგს ქალაქ ხობის N1 და N2 საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „არეას“ IX-XII კლასელების  მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ტრენინგი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობას“ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით  ჩატარდა.