გაზიფიცირების სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტში

 

    საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნენ. ხობის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში: პირველი გურიფულში, მეორე გურიფულში, გაღმა შუა ხორგში, გამოღმა შუა ხორგში, გამოღმა პირველი ხორგაში, გაღმა პირველი ხორგაში, ზემო ქვალონში, პატარა ფოთში, გვიმარონში, ჭითაუშქურში, საალანიო- საფაჩულიოში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 104 442 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1 977 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამეგრელოში, ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს 6 მუნიციპალიტეტის 27 დასახლებულ პუნქტში. როგორც პროექტით არის განსაზღვრული, ჯამურად აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტს მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. მთავრობის მიერ დამტკიცებული, გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმის ფარგლებში, სამეგრელოში, 54 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, რომელიც დამატებით 9000-მდე პოტენციურ აბონენტს უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზით. 2013 წლიდან-დღემდე მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, სამეგრელოში 127 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა და 50 858 აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვა. წალინჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში აშენდა 63 203 გრძივი მეტრის მქონე ორი მკვებავი გაზსადენი.