9 ოქტომბერს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ოფისში ხობის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში 43 მოსწავლეს, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერიამ და ხობის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბეატრისა რუსიამ გადასცეს.