1930 წლის 30 ნოემბერი, ხობი. სამი დღეა განუწყვეტლივ წვიმს. მდ. ხობისწყალი გადმოვიდა ნაპირებიდან და წალეკა ქალაქის ხიდი და ზოგიერთი შენობები. შუა ხორგის სახერხი ქარხანა წყალითაა დაფარული. წაღებულია მორები და დახერხილი მასალა. წყალდიდობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოწვეულია დამხმარე ძალები მახლობელ რაიონებიდან.