გაზეთი "წითელარმიელი" N56, 1922 წ.
მდინარე ხობის სიგრძე 125 ვერსტია. მისი აუზის სივრცე კი - 1930 კვ. ვერსტს უდრის.
მდ. ხობის სათავე იწყება დიდი სვანეთის მთაგრეხილებიდან საოჭიოს და ჭითა-გველის მწვერვალების მახლობლად. მასზე არის ხიდი შარა გზაზე სოფ. ხოფთან, რომელიც მიდის ზუგდიდიდან-ახალსენაკამდე. ხიდია აგრეთვე სოფ. ნაცხუთიდან (გაუგებარია რომელი დასახლება იგულისხმენა - ლ.ღ.) და ბორანი რედუტკალეს პირდაპირ. მდ. ხობის შენაკადებია: 1. ჭანის წყალი (60 ვერ.) და 2. წივა (ცივა ლ.ღ.) 15 ვ.