დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის დაწყება ქალაქ ხობის N1 და პირველი მაისის საბავშვო ბაღების პედაგოგებს, აღსაზრდელებს და მათ მშობლებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 819 აღსაზრდელია ჩარიცხული.