დღეს, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა.
საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული და ლევან ჭოჭუას სახელობის თასის მფლობელი ყულევის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქარიატის „ქარიენტემ“დაიკავა.
ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.