ჭალადიდური ნიში - დიდი ზომის ნავი, რომელიც XX ს. შუა წლებამდე იხმარებოდა რიონსა და ხობზე. ნავის ეკიპაჟი 8-10 კაცისგან შედგებოდა, რომელთაგან ერთი მესაჭე იყო, ერთი ჭოლოკინით ნავის თავში იდგა, ხოლო დანარჩენები ნიჩბებთან ისხდნენ. ამგვარ ნავებს ერთი აფრაც ჰქონდა, მაგრამ მას ნაკლებად იყენებდნენ. ჭალადიდური ნიში 12-15 მ სიგრძის ნავს წარმოადგენდა და იტევდა 200-300 ფუთ ტვირთს. ტერმინი „ნიში“ მეგრული ნისორიდანაა შემოსული, რომელიც თავდაპირველად ერთ ხეში ამოღებულს ნიშნავდა.