ხობის მუნიციპალიტეტში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, ნარდში, ჭადრაკში, ბაგირის გადაწევასა და ქართულ ჭიდაობაში. კვირეულის დასკვნით ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. კვირეულის ფარგლებში გამართული პირველობების გამარჯვებულ და პრიზიორ მონაწილეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. “ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს ჰეშთეგით #BeActive და მოუწოდებს მოსახლეობას იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით. “ევროპის სპორტის კვირეული“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.