ალმათში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხობელმა მკლავჭიდელებმა ორი მედალი მოიპოვეს

 

ყაზახეთის ქალაქ ალმათში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმა ორი მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 60 კგ. წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა დათუნა ჟიშკარიანი, ხოლო 60 კგ. წონით კატეგორიაში (23-წლამდელები, მარჯვენა მკლავი) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა დანელიამ.
ვულოცავთ, ხობელს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს, კობა თუთბერიძეს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ წარმატებას.