.ხობის მერმა, დავით ბუკიამ საგვიჩიოს სკოლის დირექტორს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა


ხობის მერმა, დავით ბუკიამ საგვიჩიოს სკოლის დირექტორს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ პედაგოგსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის დირექტორს, სულიკო ტაბატაძეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა.

სულიკო ტაბატაძე ხუთ ათეულ წელზე მეტია, რაც ჩვეული რუდუნებითა და სიყვარულით ემსახურება მომავალი თაობების განათლების საქმეს. სულიკო ტაბატაძემ, მრავალწლიანი, ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობით საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სულიკო ტაბატაძეს მომავალი თაობის სწავლა-განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.