ხობში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.

    ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება.

    პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური საფარის დაგება, განათების, ტრიბუნების და ელექტრო ტაბლოს მოწყობა. აშენდება ფეხბურთელთა გასახდელი შენობა და კეთილმოეწყობა ეზო. 

   მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მოადგილემ დავით ბერაიამ  დაათვალიერეს.