აღმოჩენა პირველ ხორგაში

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში (საშელიოს უბანში) ძმებმა ირაკლი და ალექსანდრე შონიებმა თევზაობისას მდინარე ხობისწყალში  აღმოაჩინეს განმარხებული ზღვის ზღარბი, რომელიც სავარაუდოდ სულ მცირე მილიონი წლისაა.
        რამოდენიმე წლის წინ მსგავსი არტეფაქტის აღმოჩენა სოფელ ხეთაშიც მოხდა.
     ძმები შონიები აღმოჩენილ ზღვის  ზღარბს   დაინტერესების შემთხევაში სიამოვნებით გადასცემენ ადგილობრივ მუზეუმს.

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0qBg3cG4zKgLbEzZL3rsgAMNaiWPWZM8w3dXkQ5bSCt4PQy4kBp4Kq2vq5RxKUhL4l&id=100064695546483&mibextid=Nif5oz


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ძმებმა ირაკლი და ალექსანდრე შონიებმა თევზაობისას მდინარე ხობისწყალში განმარხებული ზღვის სხეული აღმოაჩინეს.
„გუშინ ვთევზაობდით და დავაკვირდი, რომ რაღაც ფორმა ჰქონდა საინტერესო, თან მსგავსი რამ ნანახი მქონდა, რამდენიმე წლის წინ ხობელმა ბიჭმა იპოვა მსგავსი წარმონაქმნი. შემდეგ ინტერნეტშიც მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ეს არის ზღვის ზღარბი ან ვარსკვლავი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ირაკლი შონიამ.
მან კონსულტაციისთვის ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსს მიმართა და ამ უკანასკნელმაც დაუდასტურა, რომ ეს ნამდვილად განმარხებული სხეულია.
„ცოცხალი ორგანიზმების განმარხება ჰქვია ამ გეოლოგიურ პერიოდს. ისინი გაქვავებულ მდგომარეოობაში არიან შემორჩენილები და მსგავსი ძალიან ბევრი გვხვდება ჩვენს რეგიონში, მაგალითად, ურთის მთაზე. აქ საუბარია 60 მილიონი, 100 მილიონის წლის განმარხებულ სხეულზე, რაც იშვიათი მოვლენაა“, - ამბობს რადიო „ათინათთან“ გოგიტა ჩიტაია.
ძმები შონიები აღმოჩენილ არტეფაქტს ხობის (ხეთის) მხარეთმცოდნეობისა და საბრძოლო დიდების მუზეუმს გადასცემენ.