ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააკონფერენციო დარბაზში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ხობის მუნიციპალიტეტის ბიზნეს სექტორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საინფორმაციო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის კონცეფციის შესახებ.
ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი მთელი რეგიონის მასშტაბით განახორციელებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ სხვადასხვა პროგრამას, საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსების, ბიზნეს უნარების გაუმჯობესების და საინფორმაციო მომსახურების მიმართულებით.
იგივე სამიზნე აუდიტორიასთან საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტზე: ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვაში ფერმერების ჩართულობისა და მუნიციპალური თვითმმართველობის როლის გაძლიერების ხელშეწყობა“, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის და ფერმერების გააქტიურება და მათი თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება.
შეხვედრას მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია ესწრებოდა.