თბილისის ქარვასლებში საქონელი ჩამოჰქონდათ ევროპიდან - რედუტ-კალეს გამოვლით

 

თბილისის ქარვასლებში საქონელი ჩამოჰქონდათ ევროპიდან - რედუტ-კალეს (ამჟამად ყულევის) გამოვლით ლონდონიდან, ჰამბურგიდან, კონსტანტინოპოლიდან.

ქალაქში ყოველ განთიადზე ზარების რეკვით შემოდიოდნენ აქლემების ქარავნები აზიელი ვაჭრებისა, ხოლო ქართლელი მეურმეები ყოველდღე საძნე ურმებით ეზიდებოდნენ რედუტ-კალეში კონსტანტინეპოლიდან, ლონდონიდან, მარსელიდან და ჰამბურგიდან ხომალდებით მოტანილ ევროპულ საქონელს.
ნიკოლოზ გაბაონი - „აივნიანი ქალაქი“

#ყულევი