ხობი ამაყია ნიჭიერი, მიზანმიმართული ახალგაზრდებით. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ლუკა ნარსია, რომელიც წელს თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის საჯარო სკოლის ოქროს მედალოსანი გახდა...
ლუკამ ხობის #2 საჯარო სკოლაში სწავლისას გამოავლინა მათემატიკისადმი დიდი ინტერესი. მან მე-7 კლასის დამთავრების შემდეგ გამოცდები ჩააბარა და კომაროველი გახდა, იმთავითვე მიიქცია პედაგოგთა ყურადღება, ხობში, მშობლებთან ლალი ფოცხორაიას და ზაზა ნარსიას ოჯახში მადლობის ბარათმაც არ დააყოვნა... ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში იგი მრავალგზის იყო მათემატიკიური კონკურსების გამარჯვებული.
2023 წელს ლუკას გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში `რა, სად, როდის~ საქართველოს მასშტაბით პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. ამჟამად ლუკას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა, იგი აბიტურიენტია და უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს აბარებს.
მჯერა, ლუკა მიზანს ამჯერადაც მიაღწევს და სტუდენტი დაგვიბრუნდება.
ვულოცავთ ლუკას ახალ-ახალ წარმატებების რწმენით.
გოდერძი ჭანტურია.
გაზეთი „ხობის მოამბე“ ივლისი 2023 წელი



