საჭადრაკო ფესტივალი "რაჭა 2023"

 

ქალაქ ამბროლაურში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "რაჭა 2023", სადაც ხობელმა მოჭადრაკეებმა ჩინებულად იასპარეზეს.
ტურნირის გამარჯვებული 12 წლამდე ბიჭების კატეგორიაში გახდა გიორგი იოსავა, რომელმაც თასი და პირველი ადგილისთვის განკუთვნილი ფულადი ჯილდო დაიმსახურა.
ქალთა კატეგორიაში მესამე ადგილი და ფულადი ჯილდო მოიპოვა მარიამ ლაგვილავამ.
16 წლამდე ბიჭების კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა სანდრო დოლბაიამ.
16 წლამდე გოგონათა კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა ნინი დოლბაიამ.
გილოცავთ ამ წარმატებას !!!