ზვიად დათუაშვილის ხსოვნას

 

ზვიად დათუაშვილი გემბანზე იდგა, ბიჭებს უყვირა: ბიჭებო, რადარზე რაღაც ჩანს, ფრთხილად იყავითო და... ჩამოვარდა კიდეც პირველი ბომბი... 🇬🇪

გემის კარისკენ გავარდა, კარი საკუთარი სხეულით ჩახერგა და... ჩაიკეცა... „მეგობრებს გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცა და ასე მათი  სიცოცხლე გადაარჩინა. სიკვდილის დროსაც სხვებზე ზრუნავდა..❤️🇬🇪😢

▪️კალაშნიკოვის გახვრეტილ ტყვიას ჯვართან ერთად ატარებდა... ბოლო პერიოდში ძალიან მორწმუნე გახდა, ყველა ეკლესია შემოიარა, ბოლო ორი თვე ყოველ დილით საგალობლებს უსმენდა, ლოცულობდა,❤️🇬🇪 ძალიან უნდოდა, რომ მშობლიურ სოფელში ეკლესია აეშენებინა. ამბობდა, გერმანიიდან რომ  ჩამოვალ, მაღალი ხელფასი მექნება და ჩემი სურვილის ასრულებას შევძლებო. ეს დარჩა აუხდენელ ოცნებად...❤️ 

▪️ზვიადის დაღუპვის შემდეგ, სახელმწიფომ გარკვეული თანხა გაუგზავნა ოჯახს დაკრძალვისთვის... ოჯახმა კი თანხა  ზვიადის ოცნების ასრულებას მოახმარა და ღვთისა და კეთილი ხალხის დახმარებით დიდებული ეკლესია ააგეს.

▪️"წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია"_ აშენდა ხობის რაიონში სოფელ შუა ხორგაში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ზვიად დათუაშვილისა და საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაცემული ყვეელა ვაჟკაცის სულების უკვდავსაყოფად...❤️🇬🇪

წყარო: ფბ გვერდი ქართველი ხალხის ძალა