მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ „მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში 1118 ბენეფიციარი დააფინანსა.
ექვსი თვის მონაცემებით პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს 505 540 ლარის დახმარება გაეწიათ.
პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და წლიური ბიუჯეტი 881950 ლარს შეადგენს.