🔵ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ღვინის ეროვნული სააგენტო ვენახების კადასტრის პროგრამას ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული კადასტრის შექმნა უზრუნველყოფს:.
▪️მევენახეობა - მეღვინეობის სექტორში არსებული ყველა ერთეულის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, რეგისტრაციას და შენახვას
▪️ვენახების ადგილმდებარეობის, მათი ფართობის, ჯიშური შემადგენლობის და სხვა ატრიბუტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის შეკრებას
▪️ყურძნის მოსავლისა და ღვინის პროდუქციის პროგნოზირებას
▪️სტატისტიკური ანგარიშების შემუშავებას მევენახეობის რეესტრში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე
🔵ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.
🔵ინფორმაციის შეკრება ხდება მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.