21 ივლისს, საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა.
მემორიალური პირველობის ფინალში ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდმა ფოთის „ჭაბონამა“ დაამარცხა და კობა შუბითიძის სახელობის თასს დაეუფლა.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.