ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, დისტრიბუციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბორდიულს შეეჯახა.შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდება. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.
წყარო: https://stv.ge/?p=32664