სქემიღუმენია ათანასია (აღათი) სალაყაია

 

სქემიღუმენია ათანასია (აღათი) სალაყაია -1886 წლის 4 აგვისტოს ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ათანასია ეწოდა.

აღათის სულიერად ამხნევებდნენ და მონაზვნობისაკენ მოუწოდებდნენ სულიერებით გამორჩეული სასულიერო პირები - მონაზონი სალომე (თავდგირიძე) და მეუდაბნოე ბერი სქემმონაზონი ონისიფორე (ფაჩულია-ქვალონი).