დღეს, ქალაქ ხობში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მუსიკალური საღამო” გაიმართა.
ხობის ცენტრალურ პარკში საპნის ბუშტების შოუ და ადგილობრივ მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზღაპრების გმირები, ანიმატორები და თითების თეატრის მსახიობები ზრუნავდნენ.
მუსიკალური საღამო ქართველი მომღერლების გალა-კონცერტით გაგრძელდა. მსმენელის წინაშე "თბილისური კვარტეტი, "ქართული ხმები", "ჩვენი კვარტეტი", ნათია პერანიძე, მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნინო გულიაშვილი, ლიკა დოლიძე და,,ლაიქ ბენდი“ ცნობილი ქართული სიმღერებით წარდგნენ. კონცერტს, მსახიობი ჯანო იზორია უძღვებოდა
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ.
#მუსიკალურისაღამოები