ხობი - ქალთა ფეხბურთის ისტორია

 

2006 წლის 17 ივნისს ხობში შედგა რეგიონის ჩემპიონატის პირველი კალენდარული თამაში ფეხბურთში ქალთა შორის. ხობის კოლხეთის გოგონათა გუნდმა საკუთარ სტადიონზე მიიღო ზუგდიდის გუნდი.

თამაში თავიდან თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ გამოიკვეთა ზუგდიდელთა უპირატესობა და ხობელები დამარცხდნენ 3:0. მიუხედავად ასეთი მარცხისა, ხობელთა თამაშმა მაინც მოწონება დაიმსახურა, ხობელთა გუნდის ღირსებას 12-15 წლის გოგონები იცავდნენ, რომლებიც 1 თვეა ერთად რომ ვარჯიშობენ, ხოლო ზუგდიდელთა ღირსებას კი იცავენ 20-22 წლის გოგონები, რომლებიც 2 წელიწადია ერთად ვარჯიშობენ.

რეგიონის ჩემპიონატი პირველად ტარდება და სასიხარულოა, რომ ხობელებიც იცავენ თავიანთი რაიონის ღირსებას, რეგიონის ჩემპიონატში სულ 5 გუნდი გამოდის - ზუგდიდის, ხობის, ჩხოროწყუს, სენაკისა და ფოთის გუნდები. ამით შეიქმნა ერთი პატარა საფეხბურთო ისტორია, რაიონის ისტორიაში პირველად ითამაშა ჩემპიონატში რაიონის ფეხბურთელ გოგონათა გუნდში.


გუნდის მთავარი მწვრთნელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ენუქი თევზაძე, რომელიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ავარჯიშებს გუნდს. გუნდის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის რაიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან ლემონჯავას. 


ფოტოზე ზედა რიგში მარცხნიდან: ლევან ნოდია (მწვრთნელი), ენუქი თევზაძე (მთავარი მწვრთნელი), ნათია ლუკავა, ნინო ჭედია, ნუნუ კემულარია, თამარ კვარაცხელია, ანი სიჭინავა, ---, თამუნა ჭოჭუა, თამთა ლუკავა, გულიკო ბუბუტეიშვილი, თამთა ბუღაშვილი, ლევან ლემონჯავა, სალომე გაგულია, ნათია მანია, სალომე შანავა, მარიეტა შამათავა, ეთერ ღამბაშიძე, სალომე საღარაძე, დარინა გვასალია, მარეხი ქაჯაია.

ავტორიშ: ლევან ღვინჯილია

https://www.facebook.com/100011694632765/posts/pfbid0pecjgtgEECXDqhNVfu5r3Tb9jknePqkMGNS3eUoNaeemZW99uXpNETrpQ4wGtir6l/?mibextid=Nif5oz