საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

 


ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 135 000  ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე წყალდიდობის დროს ირეცხებოდა სანაპირო ზოლი და იტბორებოდა საკარმიდამო ნაკვეთები.

ინფრასტრუქტურულ პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით ახორციელებს.