ქალაქ ხობში კულტურის სახლის ფოიეში ,,ევექსი ჰოსპიტალის” სისხლის ცენტრის ინიციატივით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სისხლის უანგარო დონორთა აქცია მიმდინარეობს.
სისხლის გადასხმა უზრუნველყოფს მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ხარისხის გაუმჯობესებაში, რთული სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში.
გაიღეთ სისხლი - გადავარჩინოთ სიცოცხლე?!
აქცია 15:00 საათამდე გაგრძელდება.