შავღელეში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცეს

 

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მუსლიმებს  ყურბან-ბაირამის დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მიულოცა.
ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა, ზურაბ ტარიელაძემ აღავლინა.
ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული სამი დღე გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.