ქვემო ქვალონი (ტოპონიმების მცირე ნაწილი)

 

პრისმანია - არხი. იწყება სკურიაში, გადაჭრის სოფელ გვიმარონს, გიმოზგონჯილს და უერთდება ყორათს. პრისმანია ერქვა ექსკავატორს, რომელიც ნახშირზე მუშაობდა და ამ არხს თხრიდა.

ნალაღუმუ - არხი, განიშ კანავოს მარჯვენა ტოტი. ლაღუმით (დინამიტით) აფეთქებდნენ არხის გასაყვანად.

ჩეკაშ მეურნეობა - სახნავები დურღენაწყარის მარჯვენა მხარეს. პატიმრებს ამუშავებდნენო ომის წინ.

ზღვაია - ნაჭაობარი, ამჟამად მინდორი ნოჯიხევის საზღვართან. ზოგი ზღვაიას უწოდებს მდინარესაც, რომელიც წყალდიდობისას აქ ფართოდ იშლება და ზღვას ემსგავსებოდა.

პაატა ცხადაია - სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი