დასუფთავების მოსაკრებლის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით რეგიონული ტრენინგი და დასუფთავების მოსაკრებლის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. 

ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ხოსრუაშვილმა, ,დასუფთავების მოსაკრებლის ელექტრონული პროგრამის მუშაობის პრინციპებზე და ადმინისტრირების მექანიზმზე ისაუბრა. 

ტრენინგს, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუა, მერიების შესაბამისი სამსახურების და დასუფთავების მიმართულებით მომუშავე იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 აღნიშნული პროგრამით დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა, მარტივი და მოქნილი სისტემითაა შესაძლებელი. მოქალაქეების ინფორმირება, ყოველთვიურად, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით განხორციელდება. 

მოქალაქის მიერ გადახდილი თანხა, სრულად აისახება გადამხდელი პირის სადეპოზიტო ანგარიშზე, ყოველგვარი საკომისიო თანხის ჩამოჭრის გარეშე. ბიუჯეტში შემოსული დასუფთავების მოსაკრებლის თანხა სრულად მოხმარდება მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას.